დღეს, 15 სექტემბერს ყვარელში პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება. სხდომას, კომიტეტის წევრებთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბაკურ კვეზერელი და კახეთის გუბერნატორი, გიორგი ღვინიაშვილი დაესწრებიან.
პარლამენტის წევრები სოფლის მეურნეობის მინისტრისაგან "რთველი - 2010"-ის ჩასატარებლად გაწეული მუშაობისა და ქვეყანაში მარცვლეული კულტურების(ხორბლის) წარმოების ზრდის სამთავრობო პროგრამის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ.
სხდომის შემდეგ, პარლამენტის აგრარული კომიტეტის წევრები ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ღვინის ქარხნებს დაათვალიერებენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან.