ერაყის ნავთობის მინისტრმა ტამერ ალ-გადბანმა განაცხადა, რომ ქვეყანამ უკვე შეამცირა ნავთობის ექსპორტის მოცულობა 220 ათასი ბარელით დღე/ღამეში თებერვლის თვის მაჩვენებელთან შედარებით და შემდგომშიც აპირებს ნავთობის მოპოვების შემცირებას ოპეკი + -ის გარიგების თანახმად.
ერაყი კიდევ მეტად აპირებს ნავთობის მოპოვების შემცირებას აპრილის თვეში, ამის შესახებ განაცხადა მინისტრმა პრესკონფერენციაზე ბაქოში ოპეკის ტექნიკურ შეხვედრაზე.
ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციაში ერაყი წარმოადგენს მეორე ნვთობპროდუქტების მწარმოებელ ქვეყანას.
რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, რომ ოპეკი+-ის გარიგების მონაწილეები არ აპირებენ შეთანხმების პარამეტრების შეცვლას.