ნაბერეჟნიე ჩელნის სასამართლომ მსახიობსა და სამოქალაქო აქტივისტს კარიმ იამადაევს, ვლადიმერ პუტინის საფლავის ინსტალაციის მოწყობისათვის, 28 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
კარიმ იამადაევმა კვირა დილით საგამოძიებო კომიტეტის მახლობლად აღმართა პუტინის გამოსახულებით საფლავის ქვა, სადაც მისი გარდაცვალების თარიღად 2019 წელი იყო ამოტვიფრული. იმავე საღამოს აქტივისტი საგამოძიებო უწყებამ გამოკითხვაზე დაიბარა.
აღსანიშნავია, რომ კარიმ იამადაევი იანვარში 8 დღით დააკავეს, რისი მიზეზიც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა თვითნაკეთი ძეგლის მონტაჟი გახდა.
იამადაევის ადვოკატი აცხადებს, რომ განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს.