პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ სომხეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას კატეგორიულად ემიჯნება და აცხადებს, რომ ასეთივე პოზიცია აქვს მთელ საპარლამენტო უმრავლესობას. ამის შესახებ განცხადება მაჭავარიანმა სესიაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ლორთქიფანიძემ საგარეო საქმეთა მინისტრისგან მოითხოვა განმარტება, თუ "რამდენად ჯდება კეთილმეზობლური პოლიტიკის ჩარჩოებში სომხეთის მიერ საქართველოს შესახებ გაეროში რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის მიცემა".
ამ თემაზე საუბრისას ლორთქიფანიძემ ახსენა ქართული მხარის მიერ საზღვრის გახსნის საკითხი, რაც მაჭავარიანის პროტესტის ძირითადი საბაბი აღმოჩნდა. როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, "მხოლოდ რუსეთს აქვს ისეთი პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც თუ კარგად მოექცევი, გაგიხსნის საზღვარს, თუ არა და დაკეტავს და ჩვენ ასე ვერ მოვიქცევით".
"სომხეთს რთული და სუვერენული უფლება აქვს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილისამებრს მიიღოს", _ აცხადებს მაჭავარიანი.
იგი აღნიშნავს, რომ პირადად იგი და მთელი საპარლამენტო უმრავლესობა ლორთქიფანიძის ამ განცხადებას კატეგორიულად ემიჯნება.