„ქართული ოცნება“ შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად არჩილ გეგენავას განიხილავს, - ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა წყარომ განუცხადა.
არჩილ გეგენავა საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო 2008-2012 წლებში. აღსანიშნავია, რომ პარლამენტში არჩილ გეგენავა სწორედ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შედეგად მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ მთაწმინდის ოლქში შუალედურ არჩევნებში კენჭს ასევე იყრიან სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, უფლებადამცველი სოფო ხორგუანი, ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია და პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი.