რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუ ქართველ ხალხს გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას - იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლების შესახებ, ულოცავს და აღნიშნავს, რომ რუმინეთმა ამ დოკუმენტის მიღებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ბასესკუმ ბაქოში დასრულებულ ენერგეტიკულ სამიტზე განაცხადა.
"მინდა მივულოცო საქართველოს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლების შესახებ. ჩვენ მხარი დავუჭირეთ ამ დოკუმენტს და საქართველოს ხედვას მსგავსი კონფლიქტების მოგვარების საკითხში საერთაშორისო გააერთიანების ჩართვასთან დაკავშირებით. იმედს გამოვთქვავ ჩვენი ქვეყნების პოზიცია კოორდინირებული იქნება და მიღებული გადაწყვეტილებები გააძლიერებს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას", - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.