კონსტანტინე გამსახურდია პარლამენტარიზმის აღდგენის 20 წლისთავის კულტურული ღონისძიებებით აღნიშვნას ითხოვს.
მისი თქმით, მიმდინარე წლის 14 ნოემბერს სრულდება 20 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველი სესიის გამართვიდან, ამიტომ ქვეყანამ ეს დღე სათანადოდ კულტურული ღონისძიებით უნდა აღნიშნოს.
გამსახურდიას ამ მოთხოვნას პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს საკითხები პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოში დაბრუნების შემდეგ გადაწყდება.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე წუხელ აშშ-ში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა.