პარლამენტის გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელი, დეპუტატი რუსუდან კერვალიშვილი საქართველოს პარლამენტს ირანის მოქალაქე საქინე აშთიანის დახმარებას თხოვს. ამის შესახებ განცხადება მან პარალამეტის სესიაზე გააკეთა.
რუსუდან კერვალიშვილი დეპუტატებს მოუწოდებს შეუერთდეს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას და პარლამენტმა მოამზადოს მიმართვა ირანის ხელისუფლებისადმი და მიმართვაში თხოვონ რომ საქინე აშთიანს შეუნარჩუნონ სიცოცხლე.
როგორც კერვალიშვილმა აღნიშნა, 43 წლის ქალბატონ საქინე აშთიანს, რომელიც ორი შვილის დედაა ირანის ხელისუფლებამ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. იგი ადულტერის ბრალდებით პირველად 2006 წელს გაასამართლეს და 99 როზგი მიუსაჯეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს განაჩენი მაშინ სისრულეში იქნა მოყვანილი 2007 წელს სასამართლომ მისი საქმე განაახლა და ჩაქოლვა მიუსაჯა. საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლის შედეგად საქინე აშთიანის სიკვდილით დასჯა 21 ივლისს 20 დღით გადაუვადეს, თუმცა საერთაშორისო საზოგადოება ითხოვს, რომ არ მოხდეს ქალბატონის დასჯა.