`ქრისტიან-დემოკარტები" სასურსათო პროდუქტზე ფასების კატასტროფულ ზრდასთან დაკავშირებით, პარლამენტში პოლიტიკური დებატების გამართვას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება პარლამეტის სხდომაზე `ქრისტიან-დემოკრატების~ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ გააკეთა.
"მსოფლიო ბაზარზე სასურსათო ფასების ზრდას საქართველოში კატასტროფიული მდგომარეობის შექმნა მოჰყვა, თუმცა ასეთ ვითარებაში საქართველოს მთავრობა მხოლოდ სტატისტის მდგომარეობაში აღმოჩნდა და მხოლოდ ფაქტებს ადასტურებს~, _ განაცხადა თარგამაძემ.
მისი შეფასებით, დღეს ქვეყანაში სასურსათო უშიშროების პოლიტიკის" არ არსებობა ქმინის დაის გარემოება, რომ "ქვეყნის მიერ მოხმარებადი პროდუქტის 80% იმპორტირებულია, ადგილობრივი დარგები კი განადგურებული.~
თარგამაძის შეფასებით, მდგომარეობა მხოლოდ კატასტროფულად შეიძლება შეფასდეს და მისთვის გაუგებარია, ასეთ ვითარებაში პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეკონომიკური წარმატებით რატომ ტრაბახობს.
ამასთან, იგი იმ საკითხითაც ინტერესდება, თუ `რატომ ვერ ხვდება `იმპორტის პრემიერი", რომ მთავრობის სხდომაზე ერთხელ მაინც განიხილოს სასურსათო ფასების ზრდის პრობლემა.~
თარგამაძემ, პრეზიდენტის მიერ ჩატარებული ბოლო მთავრობის სხდომაც გააკრიტიკა იმის გამო, რომ "პრეზიდენტმა ისევ მორიგი შოუ მოაწყო და სავალალო რამ განაცხადა, რომ საქართველო ელჩების იმედადღაა ყოფილა დარჩენილი, რათა დახმარება იმ ქვეყნებისგან გამოითხოვონ, რომლებიც სოფლის მეურნეობის კუთხით არასოდეს გამოირჩეოდნენ.~
ეს კი, თარგამაძის თქმით, იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში არანაირი პოლიტიკა არ არსებობს და პრობლემის მოსაგვარებლად პარლამენტში პოლიტიკური დებატების გამართვას ითხოვს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და სოფლის მეურნეობის მინისტრიც უნდა დაესწროს.