`ქრისტიან-დემოკრატები~ თავდაცვის სამინისტროს ავღანეთში გარდაცვლილი მუხრან შუკვანის სიცოცხლის ბოლო წუთებთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოთხოვას და საზოგადოებისთვის გაცნობას სთხოვენ.
ეს მოთხოვნა `ქრისტიან-დემოკრატების~ წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა დღეს პარლამენტის სესიაზე დააყენა.
როგორც ლალიაშვილმა აღნიშნა, ავღანეთში უფროსი ლეინტენატის მუხრან შუკვანის გმირულად დაღუპვის და კაპრალ გითოლენდიას მძიმედ დაჭრის ფაქტზე `საზოგადოების კონსოლიდაცია ვერ მოხდა~, რადგან `ზოგი ვაიპოლიტიკოსი და ვაიექსპერტი შეეცადა, ამოენთხიათ შხამი და პოლიტიური ჟონგლიორობა მოეწყოთ.~
ეს კი, ლალიაშვილის თქმით, კატეგორიულად მიუღებელია, ვინაიდან ეხება `ქართველების გმირობის ფაქტს~ და ითხოვს, რომ თავდაცვის სამინისტრომ ავღანეთიდან გამოითხოვოს ინფორმაცია, თუ როგორი იყო გარდაცვლილის სიცოცხლის ბოლო წუთები და ეს ფაქტი საზოგადოებას გააცნოს.
`ეს ადამიანები არიან გმირები და მათი გმირობის შესახებ საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რათა არ გახდეს პოლიტიკური ვაჭრობის და ჟონგლიორობის საგანი,~ - აცხადებს ნიკა ლალიაშვილმა.