საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
"როგორც იცით გაეროში საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუცია განიხილეს, რომელიც დევნილების საკითხს ეხებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველომ დიდი მხარდაჭერა მიიღო, რის გამოც საქართველოს ხელისუფლება და პირადად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაეროს წევრ ქვეყნებს მადლობას უხდის", - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.
ამასთან, მანჯგალაძემ საქართველოში ჩამოსული უცხოელი დიპლომატების ვიზიტის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მოსაზრება გაცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს პირველი პირი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის, საფრანგეთის, ფინეთის და ესტონეთის საგარეო საქმეთა ვიზიტებს საერთაშორისო ასპარეზზე დიდ გარღვევად აფასებს.