ყოველ სამშაბათს პრეზიდენტის პრესსპიკერი ტრადიციულ ბრიფინგებს გამართავს. ამის შესახებ მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მთელი კვირის განმავლობაში ნებსმიერ აქტუალურ საკითხზე ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ პრეზიდენტის პრესსამსახურს შეკითხვა გადაუგზავნონ, სამშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე კი პრესპიკერის საშუალებით, ქვეყნის პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიციას მოსიმენენ.
"მოვუწოდებ ნებსმიერ მედიასაშუალებებს ვითანამშრომლოთ და ელექტრონული ფოსტის ან პრესასმმსახურის საშუალებით გადმოგვიგზავნეთ შეკითხვები. სამშაბათის ტრადიციულ ბრიფინგებზე კი პრესსპიკერის საშუალებით, მიხეილ სააკაშვილი თვავის პოზიციას დააფიქსირებს", - განაცხადა მანჯგალაძემ.