23 სექტემბერს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოხსენებით წარსდგება.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, სააკაშვილი თავის მოხსენებში ყურდღებას გაამახვილებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, საქართველოს სამშვიდობო გეგმების და დეოკუპაციის საკითხებზე. ასევე, რეგიონალურ თანამშრომლობასა და უსაფრთხოებაზე.
"სააკაშვილი ნიუ-ორკში მომავალ კვირას გაემგზავრება. გაეროს გენერალური ასამბლეის 65 სესიაზე მოხსენებით გამოვა. აღსანიშნავია, რომ სესია ორ ნაწილად არის გაყოფილი და მას ბრაზიალია გახსნის, ხოლო სესიის მეორე ნაწილს მიხეილ სააკაშვილი", - განაცხადა მანჯგალაძემ.