დღეს, 13 სექტემბერს, ჰააგაში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში გაიმართა საქართველოს მიერ 2008 წელს რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით საჯარო მოსმენა, რომელიც შეეხება რასობრივი დიკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის (CERD) დარღვევას რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რაც გამოიხატებოდა ცხინვალის რეგიონში, საქართველო და აფხაზეთში, საქართველო, ქართველების ეთნიკური წმენდით, მათი დისკრიმინაციით, მათ შორის ძალადობით და მათთვის სახლებში დაბრუნების უფლების ჩამორთმევით, ცხინვალის რეგიონში, საქართველო და აფხაზეთში, საქართველო ქართული კულტურისა და იდენტობის განადგურებით. ამ ეტაპზე სასამართლომ მოისმინა რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილი პოზიცია.
ხვალ 14 სექტემბერს, სასამართლოს სხდომაზე საკუთარ პოზიციებს წარმოადგენს საქართველოს მხარე. საჯარო მოსმენები გაგრძელდება 17 სექტემბრამდე. ქართულ მხარეს წარმოადგენენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი.