დღეს, 14 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომას გამართავს.
ტრადიციულად, სამშაბათის სხდომა პარლამენტარების განცხადებებით დაიწყება, შემდეგ კი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა დაიწყება.
პარლამენტის საშემოდგომო სესია 7 სექტემბერს გაიხსნა და დეკემბრის ბოლო პარასკევს დაიხურება.