დღეს, 14 სექტემბერს, საქართველოს გაეროს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, ჟენევის მოლაპარკების ერთ-ერთი თანათავმჯდომარე ანტე ტურენინი ეწვევა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორიო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა დეპარტმანტის დირექტორმა სერგო კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ანტე ტურენინი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების შემუშავების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაშიც მიიღებს მონაწილებას, რომელიც 14 სექტემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გალში ინციდენტების პრევენციის და მასზე რეაგირების მექანიზმების შემუშავების სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრა დახლებით ერთი თვის წინ გაიმართა.