ქალაქ დედოფლისწყაროში ნიკორციხის ქუჩაზე მცხოვრები 15 წლის შოთიკო ოდერიძე საკუთარი საცხოვრებელი ბინის საძინებელ ოთახში მავთულზე ჩამომხრჩვალი უმცროსმა დამ ნახა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოზარდი სტაციონარში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ნიკორციხის ქუჩის მაცხოვრებლები გარდაცვლილს დადებითად ახასიათებენ. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, მოზარდი სპორტზე დადიოდა.
გარდაცვლილის მეზობლები მომხდარს სოციალურ პრობლემებს და ეკონომიურ სიდუხჭირეს უკავშირებენ: ,,ძალიან კარგი ბავშვი იყო, ფეხბურთზე დადიოდა. უმამოდ იზრდებოდა. ბოლო დროს უცნაური არაფერი შეგვინიშნავს, ვერ გეტყვით, მომხდარი რას უკავშირდება". - აცხადებენ გარდაცვლილის მეზობლები.
როგორც დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსმა გიორგი ბუნტურმა გაზეთ "ქიზიყს" განუცხადა, მომხდაზე შს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.