ეროვნულ-დემოკრატიული პარტია პრემიერ-მინისტრისთვის უფლებამოსილების გაზრდას მხარს არ დაუჭერს. როგორც ჟურნალისტებს პარლამენტარმა ედპ-ის წევრმა გურამ ჩახვაძემ განუცხადა, მათთვის მიუღებელია ახალი კონსტიტუციის პროექტში პრემიერისთვის უფლებამოსილების გაზრდა ის,ე რომ მას მინისტრების დიდი რაოდენობის პარლამენტთან შეუთანხმებლად დანიშვნის უფლება მიეცეს.
ჩახვაძის განცხადებით, ისინი მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო პროექტიდან ორგანული კანონის ამოღების საკითხს და შემაჯამებელ სხდომაზე ქონებრივი უფლებების დაცვის საკითხსაც დააყენებენ.
სასტუმრო "რედისონში" საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც კომისიის წვერებთან ერთად ესწრებიაბ საპარალმენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრები, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.