ჩვენი ბრძოლა გრძელდება და გამარჯვება საბოლოოდ ჩვენ დაგვრჩება, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში კადეტთა კორპუსის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას.
"საქართველო არის ძლიერი მანამ, სანამ არსებობს მისი საბრძოლო სულისკვეთება. საქართველო დამარცხდება მაშინ, როდესაც საბრძოლო სულისკვეთება საქართველოში ჩამქრალი", _ განაცხადა სააკაშვილმა და მადლობა გადაუცხადა ავღანეთში მებრძოლ ქართველ ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებს.
"ვიცი, რომ არავის უხარია ქართველების დაღუპვა. პირველ ყოვლისა, მე მისკდება გული. ძალიან მადლობლები ვართ იმ ოჯახებისა და თვითონ ამ ჯარისკაცებისა, რომელთაც ერთხელ არ დაუჩივლიათ, რომლებიც თავიანთი მისიის სრული გააზრებით მონაწილეობენ ამ ყველაფერში. ეს არის საქართველოს მისია და საქართველოს ბრძოლა", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.