2010 წლის 1-ელ აგვისტომდე უფასოდ მზავრობისთვის დაჯარიმებული პირები, რომლებსაც ჯარიმა ჯერ არ გადაუხდიათ ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან. მათთვის ამ შეღავათის დაწესებას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრების ლაშა თორდიას, კახა ანჯაფარიძის და ზვიად კუკავას საკანონდებლო ინიციატივა ითალისწინებს.
"ადმინისტრაცილი სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაცილი სახდელისგან გათავისუფლებას, რომელთაც საქართველოს ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2010 წლის 1-ელ აგვისტომდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება არ აღსრულებულა.
ადმინისტრაციულ სამართალდადღვევათა კოდექსის ეს მუხლი კი ითვალისწინებს მგზავრების უბილეთოდ მგზავრობას, აგრეთვე 10-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვების უბილეთოდ წაყვანას ტროლეიბუსით, ტრამვაით ადგილბრივი საქალაქო რეგულარურლი გადაყვანის ავტობუსით. აღინიშული კანონპროექტი პარლამენტში დღეს იქნა ინიცირებული და სესიაზე განხილვა მისი საკომიტეტო განხილვების შემდეგ მოხდება.