ხვალ, 14 სექტემბერს, 17:00 საათზე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას შეხვდებიან. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, შეხვედრა საზოგადოებრივ დარბაზ "ჯაზუში" გაიმართება და მხარეები ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის შეცვლისა და ქვეყნის გადარჩენის საკითხებზე იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები "ეროვნული ფორუმის" ლიდერებს და "მოძრაობა დემოკრატიული საქართველოსთვის" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს უკვე შეხვდნენ.