საქართველოსა და ირანს შორის უვიზო რეჟიმის დამყარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, ირანულ მხარესთან მოლაპარაკები მიმდინარეობს, თუმცა მისი დასრულების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ გაჟღერდა ინფორმაცია, რომელიც ირანსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის დამყარებას ეხება. აღნიშნულის შესახებ ამ დრომდე სხვა დეტალები არ ხმაურდება.