ხვალ, 14 სექტემბერს, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მე-10 სხდომა გაიმართება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის სერგი კაპანაძის განცხადებით, კომიტეტის სხდომა მინისტრის მოადგილეების დონეზე იმართება, რომელსაც საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რესპუბლიკების საკითხების დირექტორატის ხელმძღვანელი გუნარ ვიგანდი უხელმძღვანელებს.
შეხვედრაზე მხარეები ასოცირების შესახებ ხელშეკრულების, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დეტალებზე ისაუბრებენ.
ამასთან, საუბარი შეეხება პარტნიორობის, უსაფრთხოებისა და კონფლიქტის მოგვარების საკითხებსაც.