თბილისში, თევდორე მღვდლის # 47-ში მდებარე მაღაზია დააყაჩაღეს. მაღაზიიდან წაღებულია კომპიუტერი, სასურსათო პროდუქტები და 1500 ლარი.
არსებული ინფორმაციით, ყაჩაღებმა მაღაზიაში შესვლა ფანჯრიდან მოახერხეს.
მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მიმდინარეობს გამოძიება.