13-16 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მექსიკას ეწვია.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, პრემიერი მექსიკაში ქვეყნის 200 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება.
დელეგაციის შემადგენლობაშია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვიც იმყოფება.
წინასწარი ინფორმაციით, ქართული დელეგაცია მექსიკელ კოლეგებთან შეხვედრებს გამართავს.
ქართული დელეგაცია თბილისში 16 სექტემბერს დაბრუნდება.