საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი მზად არის რუსეთს ესაუბროს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ საკითხზე, თუმცა სააკაშვილის თქმით, ამის სურვილი რუსეთის ხელისუფლებაში არ აქვთ. ამის შესახებ პრეზიდენტმა "ნეწსწეეკ" - ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
პრეზიდენტმა რუსეთიდან დღეისათვის მომდინარე საფრთხეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან ესკალაციის უფრო ნაკლები საშიშროება არსებობს, ვიდრე წინა წლებში. მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დიალოგისთვის მზადაა, თუმცა რუსეთი ამის პასუხად საელჩოებს ხსნის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და აფხაზეთში ს-300-ის მოდელის ხმელითი-ჰაერის ტიპის რაკეტებს ანთავსებს.
"რუსეთმა მოხდინა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. ისინი საელჩოებს ხსნიან არა თბილისში, არამედ ე.წ სამხრეთ ოსეთსა და ფხაზეთში. ისინი უარს ამბობენ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან საუბარზე, თუმცა ჩვენ მზად ვართ ვესაუბროთ რუსეთს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხზე", - განაცხადა პრეზიდენტმა