საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშილის განცხადებით, იგი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ვაშინგტონი რუსეთთან ურთიერთობის გამო საქართელოს მხარს აღარ უჭერს. სააკაშვილის შეფასებით, ობამას ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერა იმ უმაღლესი შეხვედრებიდანც ჩანს, სადაც ამერიკელი დიპლომატები საქართველოს საკითხს ყოველთვის აყენებენ. ამის შესახებ პრეზიდენტმა "ნეწსწეეკ" - ის თვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე "ხომ არ გაქვთ განცდა, იმისა რომ საქართველოს ვაშინგტონში ივიწყებენ", მიხეილ სააკაშილმა უპასუხა, რომ არა და არგუმენტად შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თბილისში ვიზიტი მოიყვანა, სადაც ჰილარი კლინტონმა რუსეთის ნიერ საქართველოში შემოჭრას "უკანონო ოკუპაცია" უწოდა.
"ჯერჯერობით, ჩვენ გვაქვს ვაშინგტონიდან მხარდაჭერა. ყველა უმაღლესი რანგის შეხვედრაზე შეერთებული შტატები საქართველოს საკითხს აყენებს. თბილისში ყოფნის დროს, ჰილარი კლინტონმა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონებში ყოფნას უკანონო ოკუპაცია უწოდა, რაც დიპლომატიურ ენაზე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, საქართველო რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთოებების გაუმჯობესების საცდელი მოედანი იყო", - განაცხადა სააკაშვილმა.