საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველოს იარაღის გარეშე დატოვება რუსეთთან კონფლიქტის შემდეგ წარმოქნილ კრიზისს ვერ დაეხმარება. მისი თქმით, საქართველოს არ შეუძლია რუსეთზე თავდასხმა, რუსეთის ფედერაციისთვის კი დაუცველ საქართველოში ხელისუფლების სამხედრო გზით შეცვლის პერსპექტივა დიდი ცდუნებაა. ამის შესახებ პრეზიდენტმა "ნეწსწეეკ" - თან საუბარში განაცხადა.
პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვითი -შეიარაღების განვითარებაში დაეხმარება.
"საქართველოს უიარაღოდ, დაუცველად დატოვება სიტუაციას ვერ დაეხმარება. საქართველოს არ შეუძლია რუსეთს თავს დაესხას, მაშინ როდეასც საქართველოს დაუცველობა დიდი ცდუნებაა რუსეთისთვის - შეცვალოს ჩვენი ხელისუფლება სამხედრო გზით. ყოველთვის, როდესაც ვლადიმერ პუტინი აპირებდა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭის ყრას ის მანმადე ომს იწყებდა. ეს ჰგავს იმას, რომ ის კენჭს იყრიდა, როგორც გამარჯვებული, ეს რა თქმა უნდა ჩვენ გვაღელვებს. იმედი გვაქვს, რომ აშშ დაგვეხმარება თავდაცვითი - შეიარაღების შესალებლობების განვითარებაში", - აღნიშნა პრეზიდენტმა.