სამართალდამცავებმა საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს ფოთის ოფიცერი, ზურაბ ბირკაია დააკავეს.
არსებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებული პირობით მსჯავრდებულებს პრობაციის ბიუროში გამოცხადების დღეებთან დაკავშირებით შეღავათებს უწესებდა.
მსჯავრდებულებისთვის დაწესებული შეღავათების სანაცვლოდ ბირკაია მათ სისტემატურად სძალავდა 100 ლარს.
დანაშაული ითვალისწინებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.