რუსთავში მცხოვრები 35 წლის დავით ზუმბურიძე მარნეულის რაიონში, ქეშალოში თევზაობის დროს დაიხრჩო.
გარდაცვლილი მამაკაცი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის მდინარის მეორე მხარეს ცდილობდა გადასვლას, რა დროსაც გულის შეტევა მიიღო.
სამაშველო სამსახური ადგილზე გამოძახებიდან 20 წუთში მივიდა, თუმცა მამაკაცი მათ უკვე გარდაცვლილი დახვდათ.