თბილისში, კალაუბნის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 73 წლის მარო დიდებაშვილს # 71 სამგზავრო ავტობუსი დაეჯახა. დაზარალებული თბილისის მეხუთე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები მის გადარჩენას 45 წუთის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.