საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, პირისპირ შეხვედრა ბაქოში დღეს, დღის მეორე ნახევარშია დანიშნული.
წინასწარი ინფორმაციით, მხარეები შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებენ, კერძოდ კი ყურადღება ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე გაკეთდება.
ალიევთან შეხვედრის შემდეგ კი 14 სექტემბერს პრეზიდენტი სააკაშვილი ბაქოს ენერგეტიკულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც აზერბაიჯანისა და რუმინეთის პირველი პირებიც დაესწრებიან.
სამიტი აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის გაზის ერთობლივ პროექტს ეხება, რომელის ფარგლებშიც სამი ქვეყნის პირველი პირი შესაბამის დეკლარაციასაც გააფორმებენ.
არსებული ინფორმაციით, ენერგეტიკულ სამიტს ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზო და ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტტინგერი დაესწრებიან.