თამაზ ბაკურიძე "ქრისტიან-დემოკრატიულ" მოძრაობას შეუერთდა. იგი პარტიაში პატიმრებისა და მათი ოჯახების უფლებების დაცვის მიმართულებით იმუშავებს. ასევე, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" პარტიული კომისიის თავმჯდომარე იქნება და აჭარის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილისა და ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობებსაც შეითავსებს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ქრისტაინ-დემოკრატების" ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ ისაუბრა.
თარგამაძის განცხადებით, "ქრისტიან-დემოკრატებმა" ბაკურაძესთან ერთად უკვე მომზადეს კანონპროექტი პატიმრებისთვის გრძელვადიან პაემნების დაწესებასთან დაკავშირებით. "ქრისტაინ-დემოკრატების" ლიდერის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი უკვე პარლამენტშიც შევიდა.
თარგამაძის თქმით, ბაკურაძე თავად ყოფილი პოლიტპატიმარია, ამიტომ პატიმრების უფლებების დაცვას მასზე უკეთ ვერავინ შეძლებს.
ცნობისათვის, თამაზ ბაკურაძე 2004 წლის 8 აგვისტოს ფინანსური მაქინაციების ბრალდებით დააპატიმრებს. ბაკურიძე შეწყალების საფუძველზე 2008 წელს გათავისუფლდა. თავის დროზე იგი ასლან აბაშიძის პრესმდივანი იყო.