ბილწსიტყვაობა გამოხატვის თავისუფლებით უნდა დარჩეს დაცული, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, რომელიც ე.წ. ფეიკნიუსებისა და ცილისწამების შესახებ პრეზიდენტის ინიციატივას ეხებოდა.
„ბილწსიტყვაობა თუ შეიზღუდა ყველას მოგვიწევს წავიდეთ ციხეში, ამიტომ ბილწსიტყვაობა გამოხატვის თავისუფლებით უნდა დარჩეს დაცული - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პირველი არხის ეთერში.
მისი თქმით, ე.წ. ფეიკ ნიუსი არის ძალიან დიდი პრობლემა და ამაზე მსჯელობა აუცილებელია.
„ევროპული კონვენცია რომელიც უზრუნველყოფს გამოხატვის თავისუფლებას, მედიის შემთხვევაში ამბობს, რომ მას აქვს ვალდებულებები. აი, ეს უნდა ავსახოთ ცივილიზებული და ევროპული სტანდარტების მიხედვით ჩვენს კანონმდებლობაში“, - თქვა წულუკიანმა.