შს და ფინანსთა სამინისტრომ ახალი სიახლე დანერგა და ამიერიდან საქართველოს საზღვრის გადმოკეთისას მგზავრი აღარ ყოვნდება და მანქანიდან გამოუსვლელად გადის ყველა იმ პროცედურას, რომელიც საზღვრის გადაკვეთისათვის არის საჭირო. როგორც ბათუმში "პიაცას მოედანზე" გამართულ მთავრობის სხდომაზე შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, ასეთი სერვსი მალე სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზეც ამოქმედდება.
"საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ტურისტებისათვის და უშუალოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის ახალი სერვისი დაინერგა. კერძოდ მსუბუქი ავტომობილები, რომლებიც საზღვას კვეთენ, ამ ეტაპზე საუბარია სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარს გადაკვეთაზე, არ გადმოდიან ავტომობილებიდან და როგორც ცივილიზევბულ ქვეყანას შეეფერება მგზავრები რამოდენიმე წამში გადიან ყველა პროცედურას. როგორც კი სარფში საბაჟოზე სამშენებლო სამუშაოები დასრულდება, ანალოგიური სერვისი სარფის საბაჟო-გამშვებ პუნტქზეც ამოქმედდება, რაც იქნება სამაგალითო მთელს რეგიონში რადგანაც საზღვრის გადაკვეთისას პროცედურები იქნება გამარტივებული", _ განაცხადა მერაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მტავრობის წევრებს და კერძოდ ფინანსთა მინისტრს უსაყვერურა იმის გამო რომ სარფის სავბაჟოზე ტურისტებს პრობლემები ექნებოდათ, რადგანაც ტვირთების განბაჯება გარკვეულ დროს მოიტხოვდა და ამ დროს კი უბრალო ტურისტს საბაჟოზე გარკვეული დროით დაყოვნება უწევდა.