დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის თქმით, ის იბრძოლებს ბრიუსელში იმისთვის, რომ ბრექსიტის პროცესი ბრიტანელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით გაგრძელდეს. ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.
„როდესაც ბრიუსელში დავბრუნდები, მე ვიბრძოლებ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიისთვის, მე ვიქნები შეიარაღებული ახალი მანდატით, ახალი იდეებით, რათა აღსრულდეს ბრექსიტი, როგორც ამას ბრიტანელი ხალხის ნება ცხადჰყოფს“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ.
მიუხედავად ტერეზა მეის სურვილისა, ევროკავშირის ლიდერებმა, მათ შორის, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადეს, რომ ევროკავშირი ბრიტანეთთან უკვე მიღწეული შეთანხმების გადახედვას არ აპირებს და ამ საკითხის განხილვაც კი არ დგას დღის წესრიგში.