ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "ბრექსიტის შეთანხმება რჩება ერთადერთ რეალურ შესაძლებლობად და მისი გადახედვის საკითხი არ განიხილება".
შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ კენჭისყრაზე, ბრიტანეთის პარლამენტმა შეთანხმების გარეშე ბრექსიტს მხარი არ დაუჭირა. დეპუტატები არსებული ფორმით ევროკავშირთან შეთანხმებას მხარს არ უჭერენ.
ამასთან, ისინი გარიგების გარეშე ევროკავშირის დატოვების წინაარმდეგნი არიან და არსებულ შეთანხმებაში ჩრდილოეთ ირლანდიასთან საზღვრის საკითხის შეცვლა სურთ.