ყაბარდო-ბალყარეთში უცნობმა პირებმა გაზსადენი ააფეთქეს, შედეგად ყაბარდო-ბალყარეთის რამდენიმე რაიონი გაზის გარეშეა დარჩენილი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აფეთქება წუხელ მოხდა. აფეთქების შედეგად მსხვერპლი არ არის, თუმცა მნიშვნელოვნად დაზიანებულია გაზსადენი, რომლის დიამეტრი 200 მილიმეტრია. შედეგად გაზის მიწოდება მოსახლეობისათვის შეწყვეტილია.
შემთხვევის ადგილზე ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს. ადგილზე ასევე იმყოფებიან ექსპერტები, კრიმინალისტები და კინოლოგები. მიმდინარეობს დამნაშავეთა ძებნა.