30 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ს.მ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 5813.5 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 88.58გრამი) გამოავლინეს.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 5813.5 ლარის ოდენობით შეეფარდა.