თბილისში პეკინის 30-ში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს, სავარაუდოდ, აუფეთქდა ქურა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო.
ერთ დაშავებულს, რომელსაც სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები არ მიუღია ადგილზე ჩაუტარდება პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაყვანილია საავადმყოფოში. მომხდარის შედეგად სხვა მოქალაქეების დაშავების, ან ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არის.