საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციიდან, სადაც მომიტინგეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვდნენ, სამართალდამცავებმა მოძრაობა "არა"-ს ლიდერი, ლევან ჩიტაძე და კიდევ ერთი აქციის მონაწილე დააკავეს.
მიტინგზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. მიზეზი კი საპროტესტო პლაკატები გახდა, რომლებსაც მომიტინგეები კედლებზე აკრავდნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეებს პლაკატების გაკვრა აუკრძალა, რასაც მომიტინგეების მხრიდან წინააღმდეგობა მოყვა. შედეგად პოლიციამ ლევან ჩიტაძე და კიდევ ერთი მომიტინგე დააკავა, რომლის ვინაობაც უცნობია.
საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. მომიტინგეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.