საპარლამენტო უმცირესობის წარომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანძე პატიმრობის კოდექსს ანტიკონსტიტუციურად აფასებს. ამის შესახებ განცხადება დიმიტრი ლორთქიფანიძემ დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, პატიმრებს განათლების მიღების უფლება კონსტრიტუციით აქვთ გარანტირებული. პატიმრობის შესახებ კანონში არის ჩანაწერი, რომ პატიმარს შეუძლია მიიღოს ზოგადი პროფესიული და უმაღლესი განათლება, თუმცა მისი თქმით, დღეს მოქმედი ეს ჩანაწერი დისკრიმინაციულია, რადგან აქვე არის მითითებული, რომ გადაწყვეტილება მიიღება პატიმრის პიროვნებიდან გამომდინარე, თუმცა ლორთქიფანიის თქმით, ამაზე გაცილებით უარესია ის, რომ პატიმრობის კოდექსი, რომელიც ძალაში 1-ლი ოქტომბრიდან შედის ამ ნაწილში საერთოდ ანტიკონსტიტუციურია, რადგან პატიმრობის კოდექსში წერია მხოლოდ ის რომ პატიმარს შეუძლია მიიღოს ზოგადი და სპეციალური განათლება.
უმაღლესი განათლების მიღების შესახებ ჩანაწერი კოდექსში საერთოდ აღარ არსებობს. შესაბამისად ამ ჩანაწერს დიმიტრი ლორთქიფანიზე ანტიკონსტიტუციურად აფასებს, რადგან მისი თქმით, სწორედ კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს განათლების მიღების უფლება შეუზღუდავად. გარდა ამისა, იგი პარალელს ავლებს დღევანდელ პატიმრებზე, როგორებიც არიან გვანცა ყუფარაძე და გიორგი ზერეკიძე.
მისი თქმით, ამ პატიმრების მიმართ ხელისუფლება განათლების საკითხში იქცევა ანტიკონსტიტუციურად და მიიჩნევს რომ ამ თემის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.