დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბერძნული მხარის თხოვნით, გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ნალბანდოვსა და საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გეორგიოს ხაძიმიხელაკისს შორის.
შეხვედრის დროს საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს.