10 სექტმებერს, სასტუმრო «შერატონ მეტეხი პალასში» დონორი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლების მონაწილეობით სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიება სისიხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის «კანონის უზენასეობის მხარდაჭერა საქართველოში» ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენციის მიზანია თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება სისხლის სამართლის სისტემის რეფორმაში ჩართულ დონორ ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებს/ინსტიტუტებს შორის. ამასთან, კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმები.
«სისხლის სამართლის სისტემის რეფორმა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პროიორიტეტია, დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ბოლო წლებში მართლაც არაერთი რადიკალური ცვლილება განხორციელდა როგორც საკანონმდებლო ასევე ინსტიტუციონალური განვითარების თვალსაზრისით. დღეს ხელმოწერილი მემორანდუმი სისხლის სამართლის სისტემის რეფორმაში მონაწილე თითოეული ინსტიტუტისა და ორგანიზაციის ერთობლივი მუშაობით შეიქმნა. იგი დაგვეხმრება გავაგრძელოთ საქმიანობა უფრო კოორდინირებულად, გამჭვირვალედ, რაც საბოლოო ჯამში აისახება ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებასა და ქვეყანაში კანონის უზენაესობის განმტკიცებაში » - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა
მემორანდუმის მიზანია ხელი შუწყოს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვას, მასში ჩართული მხარეების საქმიანობათა კოორდინაციას. Aამ თვალსაზრისით, ხელმომწერი ინსტიტუტები და ორგანიზაციები პერიოდულად შეიკრიბებიან ანგარიშების, მიღწეული შედეგების შეფასებისა და სამომავლო გეგმების განსასაზღვრად.