ოსი სეპარატისტები ტურიზმის სფეროში ინვესტიციების მოსაზიდად აქტიური სამუშაოს გაშლისათვის ემზადებიან. სწორედ ამის გამო, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი მონაწილეობას მიიღებს 17 სექტემბერს დაგეგმილ საინვესტიციო ფორუმში "სოჭი 2010".
ოსური მედია აღნიშნავს, რომ "რესპუბლიკა ფორუმზე მხოლოდ ერთ მიმართულებას - ტურიზმს წარადგენს".
ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოქმედი საწარმოს "მმართველობა ტურიზმის მიმართულებით - სამხრეთ ოსეთი"-ს ხელმძღვანელი ელეონორა ბედოევა აცხადებს, რომ მათ უკვე მზად აქვთ რამდენიმე საინვესტიციო წინადადება.
"ჩვენ თან მიგვაქვს ტურისტული რესურსების სქემა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტურიზმის ინფრასტრუქტურა, რომელშიც ინვესტორები თანხის ჩადებას შეძლებენ", _ აცხადებს ბედოევა.