კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერაციის შედეგად ბათუმში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სოსო თოფურიძის განცხადებით, დაკავებულები არიან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჩეთინ აიდინი და საქართველოს მოქალაქე რუსლან ნაცარიშვილი, რომლებმაც საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ინვესტორებს დაშინებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გამოსძალეს 80 000 დოლარად ღირებული "ბენტლის" მარკის ავტომანქანა და 600 000 დოლარის ქონება.
დანაშაული ითვალისწინებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.