შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ახალი მინისტრი ჰყავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, ჯანდაცვის ახლა მინისტრს სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური წარადენს, თუმცა მისი ვინაობა ამ დრომდე არ სახელდება.
"ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, მინისტრის პოსტს ყოფილი მინისტრის, სანდრო კვიტაშვილის მოადგილე, ანდრია ურუშაძე დაიკავებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პრემიერი სპეციალურ ბრიფინგს დღეს, 13:00 საათზე გამართავს.
შეგახსნებთ, რომ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა თანამდებობა 31 აგვისტოს დატოვა, რომლიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალების შემსრულებლად აირჩიეს. ახალი მინისტრის დანიშვნამდე, მინისტრის მოვალეობას პირველი მოადგილე ირაკლი გიორგობიანი ასრულებდა.