დღეს, 10 სექტემბერს, ბერლინის უნივერსიტეტის ( Freie Universität Berlin) მკვლევარი ულრიკე გრაალფსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს გიორგი ბარამიას შეხვდება.
შეხვედრა დღეს, 12:50 საათზე აფხაზეთის მთავრობის შენობაში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ულრიკე გრაალფსი უკვე რამდენიმე წელია აფხაზეთის კონფლიქტს სწავლობს და ამ მიზნით ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებს ხვდება.