მთავრობა დაბალკვალიფიციური მასწავლებლების სკოლიდან გასვლისა და პენსიაზე გაშვებისმექანიზმზე მუშაობს. როგორც მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მუშავდება ფინანსური პოლიტიკა.
მისივე თმით, შეიცვლება მასწავლებელთათვის საათების განაწილების წესიც. შუკაკიძის თქმით, სტატუსით მაღლა მდგომ პედაგოგს ექნება მეტი საათი.
„ვმუშაობთ დაბალკვალიფიციური მასწავლებლების სკოლიდან გასვლის მექანიზმის შექმნასა და პენსიაზე გაშვების სპეციალური მექანიზმის შექმნაზე. ესეც დამოკიდებული იქნება ფინანსური პოლიტიკის შემუშავებაზე. ეს მიბმულია ფინანსებზე. ჩვენ ამ მიმართულებით კვლევაზე დაფუძნებულ რეკომენდაციას მივცემთ მინისტრს“, – განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.