საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ქ. ვლადიკავკაზში მომხდარ ტერორისტულ აქტს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ტერორისტული აქტის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო და თანაგრძნობას უცხადებს მათ ოჯახებსა და ახლობლებს.
"ტერორიზმს არავითარი გამართლება არა აქვს. ჩვენ ყოველთვის მტკიცედ ვგმობდით და ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას", _ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს შესაბამისი მომართვის შემთხვევაში აღმოუჩინოს ყველანაირი დახმარება რუსეთის ფედერაციას.
"საქართველოს ხელისუფლება მზად არის შესაბამისი მომართვის შემთხვევაში აღმოუჩინოს ყველანაირი დახმარება რუსეთის ფედერაციას", _ ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 9 სექტემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:30, რუსეთის ფედერაციის ქ. ვლადიკავკაზში მოხდა ტერორისტული აქტი, რომელმაც იმსხვერპლა ათეულობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები.